ოთარ ფარცხალაძის პოზიცია ცნობილია

29.12.25 16:48
ოთარ ფარცხალაძის პოზიცია ცნობილია

 

ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს - შესაბამისი განცხადება ექს-პროკურორის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ გააკეთა. 

იურისტი ამბობს, რომ საქმე 32 ტომისგან შედგება. 

კითხვას ვინ მისცა ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენება, ადვოკატის თქმით მოგვიანებით გაეცემე პასუხი. რაც შეეხება ბრალს, გაგი მოსიაშვილის თანახმად, "ბრალი დაუსაბუთებელია".

ექს-პროკურორი დარწმუნებულია, რომ "ობიექტური სასამართლოს პირობებში,  უდანაშაულობას დაამტკიცებს".

გიდასტურებთ, რომ ბრალი წარედგინა, თუმცა, ბრალი რას ეყრდნობა, მასალები ჩვენ არ ვიცით, ვვარაუდობ, რომ 32 - ტომიანი მასალები არის, წინა სხვისი საქმეები, რომლებმაც თავი მოიყარა ერთიანად ამ საქმეში. კონკრეტული პირის, თუ პირთა ჩვენებები, რა დევს საქმეში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ეს არის ალბათ ის ძველი საქმის მასალები, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს საქმეები და მათ შორის ე.წ. მსჯავრდებულის უძილაურის სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ეს არ ვიცი,  ვიცით ის, რომ დაუსაბუთებლად ბრალია წარდგენილი, მზად ვართ, სამართლიან სასამართლოში ვიბრძოლოთ, ობიექტური სასამართლოს პირობებში, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა.

პირადად ჩემში, წარდგენილმა ბრალმა აღშფოთება გამოიწვია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარდგენილ ბრალს, ფაქტობრივად, არ ვაღიარებთ და არანაირი კავშირი, კომუნიკაცია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან არ გვქონია, რაღა თქმა უნდა, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, თუ მოგვეცა ამის საშუალება, ჩვენ მოვითხოთ, არცერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული, - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის  მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ , 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

 

მსგავსი სიახლეები