სისხლიანი გარჩევა მარნეულში - სროლის შედეგად დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა

05.01.26 09:39
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - სროლის შედეგად დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრალურ ბაზარში დაჭრილი კაცი „ავერსის“ კლინიკაში გარდაიცვალა. 

27 წლის კაცს ახალგაზრდას 2 ტყვია  ჰქონდა მოხვედრილი. არსებული ინფორმაციით, მამის მდგომარეობა, რომელსაც ცეცხლი შვილთან ერთად გაუსხსეს, სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაპირისპირებაც მოხდა, რის გამო ადგილზე სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭიო. 

ცნობისთვის, მარნეულში გუშინ სროლა იყო. ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.

მსგავსი სიახლეები