მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დაკავებული არ არის
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მარნეულის ბაზარში, ოქროს ნივთებით მოვაჭრე 27 წლის ბიჭის მკვლელობასა და შუახნის კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებული არ არის.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა იცის. მისი გაშიფვრა, ადგილზე დამონტაჟებული კამერებით მოხერხდა.
მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე, ოქროს მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოში დაიღუპა. ფაქტის გაგების შემდეგ ხმაური იყო მარნეულის საავადმყოფოში, სადაც მამა-შვილი იყო მოთავსებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.