პირველი ინტერვიუ მარნეულში დაჭრილ კაცთან: ე.წ. კანონიერ ქურდების სახელით ფულს გვთხოვდნენ
პირველი ინტერვიუ მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის მამასთან. სისხლიანი ანგარიშსწორების ოქროს მოწმე ამბობს რომ შვილი სავარაუდოდ ფულის გამო მოუკლეს.
ბაირამოვების ოჯახში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ ე.წ. კანონიერი ქურდის, "ფოლადას" სახელით უკავშირდებოდნენ და თანხის გადახდას ითხოვდნენ.
კაცი ამბობს, რომ თავდამსხმელს მკვლელობის მომენტში ნიღაბიც კი არ ეკეთა, ყურსასმენები ეკეთა და ბაზრობის ტერიტპრიაც ტაქსით დატოვა.
ცნობისთვის, მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 27 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მარნეულში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო, დაშავდა მამა-შვილი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.
მან ბევრჯერ ისროლა და გადავეფარე ჩემს შვილს, მაგ დროს შემობრუნდა მეც მესროლა და ამის მერე გაიქცა. არ ვიცი, ზუსტად რამდენჯერ გაისროლა, მაგრამ ბევრ გაისროლა.
აქედან შევიდა ტყვია და მეორე მხარეს გავიდა. არც ფული უთხოვია იმ წუთას და არც არაფერი. მანამდე ჰქონდათ ჩემთან და ჩემი ოჯახის სხვა წევრებთან მიმოწერები. მუქარის შემცველი წერილების თითქოს ე.წ. კანონიერ ქურდებისგან გვწერდნენ და ფულს გვთხოვდნენ. მაგ მიმოწერის შემდეგ ჩვენ ნომრები შევცვალეთ. გვეგონა, თავს დაგვანებებდნენ, მაგრამ გუშინ ეს მოხდა. ამ ადამინს ჩვენ არ ვიცნობდით ვინც იარაღით მოგვივარდა. ნიღაბიც კი არ ეკეთა, ქუდი ეხურა მხოლოდ. ჩვენ ამ ყველაფერს ფულის გამოძალვას ვუკავშირებთ, რადგან იყო შემოთვლები რომ ვიღაცისთვის ჩემი ბიზნესიდან ფული უნდა მიმეცა"- ამბობს მოკლულის მამა.
კაცი "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მკვლელობაში ბრალდებულისა და მკვლელობის შესაძლო დამკვეთის გამოვლენისკენ მოუწოდებს.
მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 27 წლის კაცი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
უცნობმა პირმა მამა-შვილი გუშინ დაჭრა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით. თავდამსხმელი დაკავებული არ არის.