სისხლიანი გარჩევა სამეგრელოში - ხობში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაჭრეს
ხობში მომხდარი კრიმინალური გარჩევა 2 პირის დაჭრით დასრულდა - როგორც "პირველებს" უყვებიან, 21 წლის ბიჭმა ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრები, ბიძაშვილები კახა ფიფია და გიორგი ქორთუა დაჭრა.
დაჭრილთაგან ერთ-ერთს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თირკმელზე დასჭირდა.
სისხლიან ანგარიშსწორებას წინ წარსულში არსებული დაპირისპირება უძღოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბიძაშვილებმა 21 წლის ბრალდებულს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს.
21 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.