ქორწილში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა - რა მოხდა გარდაბანში
გარდაბანს მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე, მინიმუმ 2 პირია დაკავებული.
სოფელ ყარათაქლაში მომხდარს გელა გელაძის უწყება სამი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით იძიებს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე სააათის წინ ცნობილი გახდა, რომ 5 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილში მომხდარი კონფლიქტი ერთი ადამიანის გარდაცვალებითა და რამდენიმე პირის დაშავებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის კაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ, ადგილობრივების მონაყოილის თანახმად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი კაცის შვილები ფაილ ალიევის სახლთან საქმის გასარჩევად მივიდნენ და კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, კი დაპირისპირების დროს მინიმუმ ორი ადამიანი დაჭრეს.
ადგილობრივების მონაწყოლის თანახმად, ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ჩხუბში მონაწილე ყველა პირი, კლასელები არიან. ქორწილში იყვნენ, ერთ სუფრაზე ისხდნენ და მერე უჩხუბიათ. წავიდნენ სახლებში და მეორე კაცი თავის 2 შვილთან ერთად მიუვარდა სახლში და გაუგრძელებიათ ჩხუბი. ბოლოს, მანქანით გადაუარეს"- უთხრა პირველებს" ადგილობრივმა.
გარდაბანს მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლიანი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Aktual.ge-მ გაავრცელა.