ბათუმში 21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი, 2005 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, "მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 01 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა".
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.