მასწავლებელს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს - პედაგოგი დახმარებას ითხოვს
54 წლის პედაგოგი ამბობს, რომ მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი კადრების გავრცელებით მიადგა. უმძიმესი ფაქტი ფოთში 1 თვის წინ მოხდა, როდესაც სოციალურ სივრცეში პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ელვის სისწრაფით გავრცელდა.
მასწავლებლის პირადი ცხოვრების შესახებ ფირი მთელმა ქალაქმა ნახა, მათ შორის მისმა მოსწავლეებმა.
გამოძიება ფოთის რაიონულმა პროკურატურამ 1 თვის წინ დაიწყო. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული პედაგოგი, თუმცა საქმეში ამ დრომდე არც დაზარალებულად ცნო და არც დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტი - ვიდეოკადრები ჩადო.
პედაგოგის მონაყოლის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ღირსებაშელახული პედაგოგისთვის მხარი დაეჭირათ კოლეგებმა მისი დევნა დაიწყეს . 54 წლის კაცი აღნიშნავს, რომ ბულინგი დამცირება და ღირსების შემლახავი მოპყრობა გაგრძელდა სკოლაში. მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟით პედაგოგებმა დაიბარეს და ურჩიეს გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაეწერა. უარის შემდეგ კი სკოლიდან გაათავისუფლეს.
უკავშირდება თუ არა რადიკალური გადაწყვეტილება მის პირად ცხოვრებას?-კითხვით პირველებმა ფოთის 15 ე საჯარო სკოლის დირექციას მივმართეთ. სასწავლო დაწესებულების დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე რომელმაც პედაგოგის გასათავისუფლებლად ხელმოწერები შეაგროვა- პასუხს ვერ გვცემს.
54 წლის პედაგოგი საზოგადოებას მხარდაჭერას , პროკურატურას კადრების გამავრცელებლის დასჯას, განათლების სამინისტროს კი მისი დევნის ფაქტის შესწავლას სთხოვს.