რეკეტი მარნეულში - "კაცი მოქალაქეს ძალადობითა და მოკვლის მუქარით ფულის გადახდას აიძულებდა"

14.01.26 10:34
რეკეტი მარნეულში - "კაცი მოქალაქეს ძალადობითა და მოკვლის მუქარით ფულის გადახდას აიძულებდა"

დაკავებულია 40 წლამდე კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით,  იარაღის გამოყენებით სისტემატურად ძალადობდა მოქალაქეზე და სძალავდა ფულს.

წარსულში ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეში კაცი მარნეულში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელს - 1987 წელს დაბადებულ რ.ე.-ს 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატიურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით რ.ე-მ სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა დროს ბრალდებულს ჯამში 1300 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.ა. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მსგავსი სიახლეები