"პირველებმა" თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაარკვია

15.01.26 20:40
"პირველებმა" თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაარკვია

76 წლის პენსიონერი შვილის სასტიკი მკვლელობის თვითმხილველი შემთხვევით გახდა. მაღაზიაში პურის საყიდლად სახლიდან გასული 38 წლის ქალი მეზობელმა კარის ზღურბლზე მოკლა. 35 წლის კაცმა ქალს დანა გულში ჩაარტყა და გაიქცა. პენსიონერი კაცი საკუთარი თვალით უყურებდა როგორ იცლებოდა შვილი სისხლისგან, გოგონა სასწრაფოს მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. 

ირკვევა რომ მკვლელობაში მხილებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის კაცი მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს, თუმცა მაშინ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შეურაცხადი იყო და ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. ადგილობრივების თქმით, ამირან დარჯანიამ ფსიქიატრიული დაწესებულება ბოლოს რამდენიმე დღის კვირის წინ დატოვა.

მეზობლების მონაყოლით ირკვევა რომ მკვლელობაში ბრალდებული ამირან დარჯანია საფრთხის შემცველი იყო ყველასთვის, ადგილობრივების თხოვნით სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით ხშირად გადაჰყავდათ, თუმცა კლინიკიდან უკან მალევე უშვებდნენ. 

ამირან დარჯანია პოლიციას წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ემალებოდა. მას შემდეგ რაც მეზობელ ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გაიქცა. ადვოკატთან საუბარში ამბობს, რომ არ სჯერა იმის რომ ქალი მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

დეტალები სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები