სისხლიანი ანგარიშსწორება ბაკურიანში - 30 წლის კაცი დანით დაჭრეს

22.01.26 10:39
სისხლიანი ანგარიშსწორება ბაკურიანში - 30 წლის კაცი დანით დაჭრეს

ბაკურიანში 30 წლის კაცი დაჭრეს - შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1995 წელს დაბადებულ გ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები