ვისი დაკვეთით აწამებდნენ ახალგაზრდებს - ჟურნალისტური გამოძიება
ვინ აფინანსებდა მოძრაობას, რომელიც ხალხს სცემდა, ძარცვავდა, ამცირებდნენ და ფსიქოლოგიურ ტერორის უწყობდა.
"შაბათის ეთერმა" იპოვა მტკიცებულება, რომ "თეთრი სიკვდილის" ნეოფაშისტურ დაჯგუფებას "ბერგმანის" დამფუძნებელი, ლევან აბესაძე აფინანსებდა.
ამ თემაზე ნაცისტური დაჯგუფების "ბერგმანის" წევრი, არასრულწლოვანი ზედმეტ სახელად "კასტეტას" ჩვენებაში თავად ჰყვება. "კასტეტა" მძიმე დანაშაულისთვის "შაბათის ეთერისთვის" კიცემული ინტერვიუს შემდეგ მალევე დაააკავეს.
მნიშვნელოვანია ერთი დეტალი:
- ათი წლის წინ აბესაძემ ნიგერიის მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. ის ჯერ მძიმე ბრალდებით დააკავეს, შემდეგ სასჯელი გაუნახევრეს, საბოლოოდ კი 2020 წელს ნასამართლეობა საერთოდ გაუქარწლეს.
2021 წელს სუს-ის ფაილების მიხედვით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლევან აბესაძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებოდა. ოპერატიული ცნობებით დგინდებოდა, რომ აბესაძე სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე "ქართული ოცნების" ტიტუშკების ჯგუფს ლიდერობდა. მათ შორის ის არბევდა ოპოზიციის ოფისებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მოქალაქეთა წამების რეზონანსულ საქმეზე დაააკავეს 18 წლის ნიკოლოზ ტომბულოვი. ის სამართალდამცველებმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აიყვანეს სადაც ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა.
ამასთან რეპორტაჟის მომზადებისას ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ ქალაქში კიდევ ერთი სასტიკი დაჯგუფება, "ავტონომიური ქსელი", რომელიც "თეთრ სიკვდილთან" დაპირისპირებული ახალგაზრდებისგან შედგება.