მუხრანში ჩაცხრილული ორივე პირი გარდაცვლილია
მუხრანში ჩაცხრილული ორივე პირი გარდაცვლილია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს.
ამ დროისთვის არსებული, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია აკონტროლებს მუხრანში შესასვლელ გზასაც. ბრალდებული ან ბრალდებულები გაქცეულები არიან.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.