მკვლელობა მუხრანში - რა ახალი დეტალები ხდება ამ დროისთვის ცნობილი?
"შაბათის ეთერისთვის" მუხრანის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - TV პირველისთვის ავტომობილში ჩაცხრილული მამაკაცების ვინაობა ცნობილია.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, რამდენიმე გასროლით მოკლეს ადგილობრივი ბიზნესმენი, ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელმა, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, მათ ჩასაფრება მოუწყო და რამდენჯერმე ესროლა.
ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
მკვლელობა მუხრანის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა.