არსებული ინფორმაციით, სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
გავრცელებულ ფოტოში კი ჩანს, რომ ავტომობილს ნატყვიარი ეტყობა. ადგილზე საგამოძიებო მომედებები მიმდინარეობს.
ავტომობილი სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელს ეკუთვნის, რადგან საპარკინგე სივრცეს, სადაც ფაქტი მოხდა, სხვა ვერავინ გამოიყენებს.
"პირველები" დეტალების გარკვევას ცდილობს. ამ ეტაპზე არც სუს-ს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე განმარტება არ გაუკეთებიათ.