მუხრანში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მიხნანის ცენტრი, ზურა სანამაშვილისა და გია ქილარჯიანის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. არიან დაკავებულები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა"- წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.