დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა - მედია

27.01.26 15:10
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა - მედია

Aktual.ge-ს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. 

მკვლელობა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.

"პირველების" ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები