დმანისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სამოქალაქო აქტივისტი დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალების შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა, ცხედარი კი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა.
ბაირამოვა აღნიშნავს, რომ კაცმა ჩადენილი ანაშაული აღიარა და სამართალდამცავებსაც თავად ჩაბარდა.
ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა დღეს დილის საათებში მოხდარა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა ცოლის ცხედარი დმანისის პოლიციის განყოფილებაში მიუტანია და დანაშაული ადგილზე კი აღიარა. წყვილს სამი, ათ წლამდე ასაკის შვილი ჰყავდა. ახალგაზრდა ოჯახი იყო" - წერს აქტივისტი.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.