დაჭრა ცივი იარაღის გამოყენებით - შსს-მ ერთი პირი დააკავა

29.01.26 10:17
დაჭრა ცივი იარაღის გამოყენებით - შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ს.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა - 1976 წელს დაბადებული ჰ.ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.შ. დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა - 1976 წელს დაბადებული ჰ.ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.შ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები