ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული

29.01.26 10:18
ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული

დაკავებულია 19 წლის პირი, ვინც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრს აუპატიურებდა - ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

2007 წელს დაბადებულ ს.ჟ.-ს ასევე ედავებიან ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, არაადამიანური მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს, ასევე, ძალადობდა სექსუალურად. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები