პოლიციის ფაილები: ქალი ყოფილი ქმრისგან 2000 ლარის ამოღებას ე.წ. ქურდული გარჩევით ცდილობდა
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 45 კაცთან ერთად დააკავეს ლაშა გეგეჭკორი. ის თბილისში, სამგორის რაიონში აიყვანეს.
35 წლის ლაშა გეგეჭკორს გამოძიება ცოლ ქმარს შორის 2 000 ლარის გამო დაწყებული ფინანსური დავის ე.წ. ქურდული წესებით გარჩევას ედავება.
საქმის მასალების თანახმად, ე.წ. შავების შეკრება ეზოში შედგა - გეგეჭკორმა ქალის მეუღლე მიშა ბლიაძე გაამტყუნა, ფულის ნაწილი ბლაიძეს ცოლის ოჯახისთვის, ნაწილი კი "შავაბისთვის" უდნა მიეტანა.
ცოლ-ქმარს შორის დაწყებული 2000 ლარიანი დავის გამო დაგეგმილი კრიმინალური გარჩევისთვის კი ციხეში საბოლოოდ 6 ადამიანი აღმოჩნდა.
საპატიმროში აღმოჩნდა 6 პირი აგარის რაიონიდანაც - მათ გამოძიება კრიმინალური სამყაროსთვის მიმართვას ედავება.
საქმე ეხება ერთ-ერთ პირს, რომლის სახლიც გაქურდეს, ძვირფასი ნივთები წაიღეს, თუმცა დაზარალებულმა პოლიციის ნაცვლად შავებს მიმართა.