პოლიცია სოფელ ქვენობანის სკოლაში მომხდარ ფაქტს იძიებს

09.02.26 15:40
პოლიცია სოფელ ქვენობანის სკოლაში მომხდარ ფაქტს იძიებს

პოლიცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანის სკოლაში მომხდარ ფაქტს სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს. 

ამ დროისთვის სკოლის გაქურდვისა და  მანდატურების ტანსაცმელს მოპარვა ოფიციალურად არ დასტურდება. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ სკოლის ერთ-ერთი ოთახის კარი მასწავლებლებს გატეხილი დახვდათ, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. 

ამავე ვერსიის მიხედვით, ოთახიდან წაღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტი, რომელიც არსებული ინფორმაციით, მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს ჩამოართვა. 

მანდატურების ტანსაცმლის მოიპარვის ფაქტს "პირველებს" არც ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები