სად ეძებენ ოთარ ფარცხალაძეს?

11.02.26 21:15
სად ეძებენ ოთარ ფარცხალაძეს?

პროკურატურამ ჯერ კიდევ ადგენს, სად არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი. ოთარ ფარცხალაძე ქართულ მართლმსაჯულებას ისევ ემალება.

წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი გენ პროკურორი მის ყოფილ სამსახურს, გენერალურ პროკურატურას მის წინააღმდეგ საქმის შეკერვაში ადანაშაულებს და ადვოკატის ენით უთვლის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი "2 ცრუ მოწმის ჭორაობით ბრალს ვერ დაუმტკიცებენ". 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის ორგანიზებაში მხილებული ყოფილი გენ პროკურორის გადმოსაცემად საგამოძიებო უწყება FBI პროცედურების დასრულებას ელოდება. საქმის გამომძიებელი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძის ექსტრადირების საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. 

ფარცხალაძეს დაუსწრებლად ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის ასამართლებენ და თუ  დანაშაულს დაუმტკიცებენ, საქართველში ჩამოსვლის შემთხვევაში, ციხეში მთელი სიცოცხლის გატარება ემუქრება. 

ოთარ ფარცხალაძესთან ერთად პროკურატურა სასამართლოში კიდევ 3 პირის - გიორგი ჯოხაძის და ძმები მიქაძეების ბრალის დადასტურებას ცდილობს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფარცხალაძემ სწორედ მათ დაავალა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის სისრულეში მოყვანა.

სოფო ნიუარის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები