მოძალადე მოზარდების საქმე - გამოძიება ახალი მიმართულებით მუშაობს

12.02.26 21:04
მოძალადე მოზარდების საქმე - გამოძიება ახალი მიმართულებით მუშაობს

დიდი დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ათეულობით სათვალთვალო კამერით აღჭურვილ ცენტრალურ პარკში არასრულწლოვანთა ბანდის წევრები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და ძალადობის ამსახველ კადრებს თავადვე იღებდნენ.

არასრულწლოვანთა ბანდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდა, თუმცა ეს ფაქტები  სამართალდამცველებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდათ. 

დანაშაულის ადგილი, სადაც "პირველების" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი სასტიკად სცემს პოლიციის განყოფილება რამდენიმე მეტრშია,თუმცა ამის მიუხედავად პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მათთვის ძალადობის ფაქტზე არავის მიუმართავს. 

აქვთ თუ არა კავშირი  თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებულ მოზარდებს ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან -  "პირველების" ინფორმაცით, საგამოძიებო უწყება გიგა ავალიანის საქმის გარშემო დაკავებული პირების ახალ სისხლის სამართლის საქმზე ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. 

საგამოძიებო უწყებამ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა სკოლის მოსწავლებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულის მობილურში ძალდობის ამსახველი კადრები იპოვეს.

ჯგუფური ძალადობის საქმე - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები