დაკავებულია 30 წლის კაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა - შსს

19.02.26 10:34
დაკავებულია 30 წლის კაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა - შსს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 30 წლის კაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ 10 წლის ბავშვს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.

გამოძიების ცნობით, ბ.ბ.-მ არასრულწლოვანი დაითანხმა, რომ  მსგავსი შინაარსის ფოტო  მისთვისაც გაეგზავნა.

საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას  სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა"- წერს უწყება. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები