ვინ არის კაცი, ვინც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა - ოკამში მომხდარის დეტალები

23.02.26 11:01
ვინ არის კაცი, ვინც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა - ოკამში მომხდარის დეტალები

"პირველებმა" ოკამში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ პირი, ვინც ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი ჯარისკაცი, გიორგი შამანაურია. 

როგორც TV პირველს ეუბნებიან, შამანაურმა მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ცეცხლი თოფიდან გაუხსნა. 

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა, შეიარაღებული კაცის გასანეიტრალებლად სპეცრაზმი გამოეძახებინა.

ორმხრივ სროლამდე შამანაურმა ბიძაშვილი დაჭრა - ეს უკანასკბელი კლინიკაშია გადაყვანილი. 

42 წლის ბრალდებული კი უკვე დაკავებულია. ბრალდებულის სახლიდან კი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებია ამოღებული. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელი სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები