გადამოწმების მიზნით გაჩერებული კაცი თბილისის ზღვაში მკვდარი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას ითხოვს

28.02.26 22:26
გადამოწმების მიზნით გაჩერებული კაცი თბილისის ზღვაში მკვდარი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას ითხოვს

47 წლის ქმრის ბურუსით  მოცული  სიკვდილის  საქმის გამოძიებას ხათუნა წიკლაური ერთი წელია, ითხოვს. ორი შვილის დედა, რომლის ოჯახიც ერთადეღტი მარჩენალის გარეშე დარჩა, ფიქრობს, რომ მისი ქმრის სავარაუდო  მკვლელობის  საქმის ჩაფარცხვაში მთელი სისტემაა ჩართული. ამ საქმის ფიგურანტები წიკლაურის თქმით,  საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები არიან.

ხათუნა  წიკლაურის ოჯახში ტრაგედია 2025 წლის 16 აპრილს დატრიალდა. ქალი ამბობს, რომ იმ დღეს 47 წლის თარაშ ბექაური, რომელიც  ავტო ხელოსანი იყო, სახლიდან საღამოს 9 საათზე  მეგობრის სანახავად გავიდა და სახლთან ახლოს, აეროპორტის დასახლებაში მისივე   ავტოსახელოსნოში შეხვდა.  რამდენიმე   საათში კი ცოლს დაურეკა, უთხრა, რომ ალკოჰოლი დალია, საჭესთან ვერ დაჯდებოდა და სახლში წაეყვანა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ წიკლაურის თქმით, კავშირი გაწყდა.

საბოლოოდ, თარაშ ბექაურის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

ცოლის თქმით, თარაშ ბექაური ტანს ზემოთ შიშველი იყო და მის ცხედარს სახეზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ფაქტზე გლდანი ნაძალადევის  პოლიციამ იმავე დღეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

წიკლაურის თქმით, პოლიციელები ოჯახს უმტკიცებდბდნენ, რომ 47 წლის კაცი 16 აპრილს ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მართავდა, აეროპორტის დასახლებაში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომობილი ჩამომართვა, თუმცა სამხრე კამერების ჩანაწერებში მეუღლის  მტკიცებით სულ სხვა რეალობა ჩანს. 

ბექაურის გარდაცვალების ფაქტს საეჭვოს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებიც ხდის. ოფიციალური ვერსიით,  ის ამ არხში გადავიდა და დინებამ თბილისის ზღვამდე  რამდენიმე კილომეტრით ათრია. თუ პოლიციის ვერსია რეალურია მაშინ ბექაურის ცხედარს დაზიანებები მთელს სხეულზე მინიმუმ ნაკაწრები მაინც უნდა ჰქონოდა  მიყენებული, თუცმა მას   დაზიანება მხოლოდ თავის და სახის  არეში ჰქონდა. 

ცოლი დარწმუნებულია, რომ -მისი ქმარი მოკლეს და კვალია  დაფარვის მიზნით ზღვაში გაადაგდეს. ამ ვერსიას ოჯახს მისი ავტომობილიდან გამქრალი ფული და დოკუმენტები უმყარებს.

ხათუნა წიკლაური მკვლელობაში ბრალდებულების გამოვლენას და საპატრულო პოლციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის  დაყენებასაც ითხოვს.

მარიამ გაფრინდაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები