ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

03.03.26 10:19
ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნ.კ.-ს,  დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები