ყალბი სერთიფიკატი დაუმზადეს - ქობულეთში კოლეჯ “ახალი ტალღას” პროფესიული კურსის კოორდინატორი დააკავეს
ქიბულეთში, ყალბი სერტიფიკატის დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ინფორმაცია, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელა.
ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი.
მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან, წინასწარი შეთანხმებით, ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა,“ – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.