ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, სხდომაზე, სადაც გამომძიებელი თეა ბარაბაძე უნდა დაიკითხოს, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა განიხილონ, რის გამოც, სხდომა უნდა დახურულიყო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ამავე საქმის ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე ჰყავდა გამოძახებული. თუმცა, მან პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელების მობილიზებაა.
ცნობისთვის, ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძეს და გიორგი კაჭკაჭაშვილს, მათ ბრალდების მხარე მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავება.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.