მკვლელობა თბილისში - ცნობილია რა ვერდიქტი გამოიტანეს ნაფიცმა მსაჯულებმა

23.03.26 13:05
მკვლელობა თბილისში - ცნობილია რა ვერდიქტი გამოიტანეს ნაფიცმა მსაჯულებმა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 26 ივლისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მაღაზიაში დანა იყიდა, იმავე დღეს მივიდა დაზარალებულთან და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარეს და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები