ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი მოკლეს

26.02.21 17:43
ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი მოკლეს

ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციამ დევნის ოპერაციის დროს მოკლა. გარდაცვლილი 24 წლის ბადრი თუთბერიძეა. მას ჭრილობა ორ ადგილას აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით,  თუთბერიძემ შესაძლო თანამზრახველთან ერთად 100 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა,  შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრში ერთ-ერთ სახლს შეაფარა თავი. პოლიციის მტკიცებით, დევნის ოპერაციის დროს თავდამსხმელმა სამართალდამცველებს ესროლა, საპასუხო სროლის დროს კი დაიჭრა და ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები