სისხლიანი გარჩევა ქორწილში - მარნეულში კაცი დაჭრეს

22.04.26 09:37
სისხლიანი გარჩევა ქორწილში - მარნეულში კაცი დაჭრეს

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. Aktual.ge-ს ცნობით, ინციდენტი 21 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულში,  საქორწილო სასახლე "აიდანში" მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქორწილის დროს ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად კი, 35 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

გამოცემის ცნობით, კაცი რეანიმაციაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.