როგორ გროვდებოდა საქართველოში ფული ქურდებისთვის - ფარული ჩანაწერები
18 დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით იძებნება "ფაიფურა", იგივე ზაზა დემეტრაშვილი - 46 წლის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც კრიმინალური პოლიციის მასალებით მიხედვით, ბიზნესს არეკეტებდა და წილს ქურდებს უგზავნიდა, პოლიციას სპეცოპერაციის დროს გაექცა.
"ფაიფურას" მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ წინასწარ ჰქონდა. კრიმინალური პოლიცია მას უთვალთვალებდა - თვალთვალის კადრები დევს კრიმინალური პოლიციის მასალებშიც, როდესაც სპეცრაზმს ის ჭიათურაში კუთვნილ ბინაში ეგულებოდა და კარი გაჭრეს, რომ დაეკავებინათ ბინაში აღარავინ დახვდათ, "ფაიფურა" გაქცეული იყო.
ვინ არის "ფაიფურა"? კრიმინალური პოლიციის გამოძიების ფაილებში წერია, რომ ის კავშირშია საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდ" მერაბ ასანიძე, იგივე "ჩოკორასთან" და ჩაბარებული აქვს ჭიათურის რაიონში ე.წ. ქურდული საერთოს აგროვება.
2025 წლიდან ჭიათურულ ავტორიტეტს მანქანაში მოსასმასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს.
ჭიათურაში არაერთი პირი ამტკიცებს, რომ "ფაიფურა" წლების განმავლობაში კავშირში იყო, საჩხერის პოლიციის უფროსთან გიორგი ლაბაძესთან. ერთ-ერთი ვერსით სწორედ ამ ახლო კავშირის ფარგლებში შესაძლოა "ფაიფურას" ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, წინასწარ ამ არხით მიეღო.
"ფაიფურას" დედა, "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მისმა შვილმა ჭიათურაში მის დასაკავებლად ჩასული პოლიციელები თავად შეამჩია და გაქცევა ამიტომ მოასწრო. ერთ ერთი ვერსიით ის სახლის სახურავიდან სხვა სადარბაზოში გადავიდა და ვიდრე პოლიცია შევიდადა უკვე შორს იყო.
საჩხერის პოლიციის უფროსი გიორგი ლაბაძის დედა, ბიძინა ივანიშვილის დასთან მერი, იგივე მაგული ივანიშვილის ოჯახთან მჭიდრო კავშირშია.
თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით