"ოცნების" დასაყრდენად მიჩნეულ "კანონიერ ქურდს" ბრალდება წარუდგინეს, ხელბორკილები დაადეს ნოდარ შუკაკიძის ძმასაც

13.05.26 20:06
"ოცნების" დასაყრდენად მიჩნეულ "კანონიერ ქურდს" ბრალდება წარუდგინეს, ხელბორკილები დაადეს  ნოდარ შუკაკიძის ძმასაც

სპეცოპერაცია "ოცნების" მხარდამჭერი ე.წ. კანონიერი ქურდის სახლში წუხელ ჩატარდა. გლდანში - ნოდარ შუკაკიძის სახლი სპეცრაზმის ალყაში ღამის 02:00 საათზე მოექცა. პოლიციამ ნოდარ შუკაკიძის ძმას ჯერ ბრალის დადგენილება გააცნო, ხელბორკილი დაადო და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.

ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს ნოდარ შუკაკიძესაც - საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს. ნოდარ შუკაკიძე სულხან თამაზაშვილის უწყებამ პასუხისგებაში 15 წლიანი მუხლით მისცა ოპოზიციის თქმით, "კანონიერი ქურდი", რომელიც წლების განმავლობაში გლდანში, ყველა არჩევნებში "ქართული ოცნების" დასაყრდენი იყო. შუკაკიძეების გვარს უკავშირდება კრიმინალური გარჩევები და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე დევნის და თავდასხმების სერიები. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში შუკაკიძეები ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდნენ.

დაკავებული 44 და პასუხისგებაში მიცემული 7 პირი - შსს-მ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა შუკაკიძეების დაჯგუფების 30 - მდე წევრიც. "პირველების" ინფორმაციით, გლდანში მხოლოდ ერთი მისამართიდან პოლიციამ 10 მდე პირი აიყვანა. დაკავებულებს  "კანონიერ ქურდებთან" კავშირი ედებათ ბრალად. პასუხისგებაშია მიცემული კიდევ ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი-ლევან მარღია.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მარღია შუკაკიძის ბანდა მათივე მეთვალყურეობით ქურდულ საერთოს ამ დრომდე გაუგონარი მეთოდებით აგროვებდნენ. ირკვევა რომ დაკავებულები დედაქალაქის ქუჩებში შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ მოქალაქეებს აჩერებდნენ, მობილურ ტელეფონებს მუქარით  ართმევდნენ და ინტერნეტ-ბანკში   სესხებს ააქტიურებინედებდნენ და ნაქურდალ ფულს  "ქურდებს" და მათ მხარდამჭერებს  ურიცხავდნენ. პასუხისგებაში მიცემული ბანდიდან 5 პირი  პატიმარია.

ფოტოზე: "ქართული ოცნების" წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული ლევან შუკაკიძე.

კავშირი "ქურდულ სამყაროსთან" - სოფო ნიაური დეტალებით