"პირველების" ინფორმაციით, პირი, ვინც ფონიჭალაში ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებული არ არის

02.06.26 11:07
"პირველების" ინფორმაციით, პირი, ვინც ფონიჭალაში ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებული არ არის

შეიარაღებული თავდასხმა ქვემო ფონიჭალაში - "პირველების" ინფორმაციით, პირი, ვინც ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებული არ არის. 

ადგილობრივების თქმით, პოლიციის შენობის სიახლოვეს,  3 პირს მოძრავი ავტომობილიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც ისინი სახლიდან გამოვიდნენ.  სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე ძმების მეგობარი იყო, ვინც ყელბერაშვილებთან სტუმრად იმყოფებოდა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამს განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, მინიმუმ 3 გასროლის ხმა გაიგეს. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები