ვინ ააფეთქა "პუშკინა" - "ოცნების" მხარდამჭერი ე.წ. უბნის მაყურებელი ამტკიცებს, რომ ტერაქტი მოუწყვეს
გიორგი მჭედლიშვილი იგივე "პუშკინა", რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ე.წ. უბნის ბიჭების ჯგუფში იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ტერაქტი მოუწყვეს და საგურამოში მისი აფეთქება სცადეს.
გლდანელი გიორგი მჭედლიშვილი, წლების განმავლობაში ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდო "გლდანსკის" ჯგუფში ირიცხებოდა. მისი სახელი გლდანში არჩევნების დროს ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის საქმეს დაუკავშირდა. "პუშკინა" იხსენებს, რომ საგურამოში, ის ანონიმური შეტყობინების საფუძველზე აღმოჩნდა, ელოდა ამანთს, რომელიც მიტოვებულ ადგილზე უნდა დაერტოვებინათ, თუმცა ამანათის ნაცვლად ასაფეთქებელი დაუდეს.
საგურამოში "პუშკინა" მარტო არ ყოფილა - 2024 წლის ნოემბერში, ის საგურამოსკენ კონკრეტული ლოკაციის საფუძველზე წავიდა, რომელიც მობილურ ტელეფონზე გამოუგზავნეს, მჭედლიშვილი ადგილზე მეგობარ ბესო ლაფაჩთან ერთად ჩავიდა. შუადღის ორ საათზე მჭიდროდ დასახლებულ სოფელში აფეთქების დროს გიორგი მჭედლიშვილი მძიმედ დაშავდა, ბესო ლაფაჩი ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქება პუშკინას თქმით, სავარაუდოდ, დისტანციურად განხორციელდა.
პოლიცია ორი წელია ვერ ადგენს, ვინ დადო ასაფეთქებელი საგურამოში. მჭედლიშვილს და არც გარდაცვლლი ლაფაჩის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ. ერთ დროს "ქართული ოცნების" მეგობარმა გლდანის საძმოს წევრმა ქვეყანა დატოვა. გიორგი მჭედლიშვილი ახლა საფრანგეთშია ოჯახთან ერთად და პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩვენების დროს ის არაერთხელ გამოიყენა შედეგ კი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო.