დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი დანა პოლიციელს ჩაარტყა

08.06.26 11:43
დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი დანა პოლიციელს ჩაარტყა

 

 

დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ჯერ მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომელს დანა ჩაარტყა. დაკავებულია 50 წლამდე ლაშა ამაშუკელი, რომელიც ბრალის წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. 

მას ბრალის დადგენილებას გამოომძიებლები სავარაუდოდ დღესვე გააცნობენ. 

რაც შეეხება მომხდარს, კაცმა მოქალაქეს ციცი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მისი დაკავების ღონისძიებისას კი ამაშუკელმა პატრულ-ინსპექტორს დანა სახეზე დაუსვა. 

დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში არიან მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.