სისხლიანი ანგარიშსწორება სამეგრელოში - მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პენსიონერი გარდაცვლილი იპოვეს
სისხლიანი ანგარიშსწორება სამეგრელოში - "პირველების" ინფორმაციით, მეზობლის მკვლელობაში მხილებული 70 წლის პენსიონერი დაახლოებით სამ საათიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "პირველებს" სოფელ ოქტომბერში უყვებიან, ბახუ შამუგიამ მეზობლის, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ თავი მოიკლა.
სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდის მუნიციპალიტის სოფელ ოქტომბერში დღეს დილით მოხდა.
"პირველების" ინფორმაციით, ედიშერ შამუგიას მეზობელმა 70 წლის კაცმა სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა. დაპირისპირების მიზეზად სადაო მიწა სახელდება.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა"- წერს შსს.