ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე 1 პირი დააკავეს
რუსთავში, ჩხუბის დროს 45 წლამდე კაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადა.
უეყება წერს, რომ რუსთავში მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა, თავის არეში დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა.
თამაზაშვილის უწყებაში ამბიბენ, რომ გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველების მიერ, გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით"- წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განახლება: "პირველებმა" ადგილზე მომხდარის სხვა დეტალები გაარკვია და თვითმხილველები ჩაწერა:
"[გავიგონე] ხმაური, ჩხუბი, მანდილოსნების წივილ-კივილი. გაშველებებიც იყო, რა თქმა უნდა, ვიღაცა ვიღაცას ეხმარებოდა, ვიღაცა ვიღაცას ეხმარებოდა. მერე უკვე ჩაერივნენ სამართალდამცავები, დაცვის სამსახურიც ჩაერია. სიტუაცია განიმუხტა, მერე უკვე ისმოდა განწირული ქალის წივილი - მიშველეთო. ჩავედი, რა თქმა უნდა და გავიგე, რომ ვიღაც დაღუპულა და როგორც თქვეს ის ამ ქალბატონის მეუღლე იყო" - ამბობს ტვ პირველთან რუსთავში მომხდარი ფაქტის თვითმხილველი.
რესტორანში ყოფილან და რომ გამოსულან, ჩხუბი მოსვლიათ. შვილი ყოფილა მასთან ერთად, 15 წლის ბიჭი ჰყოლია" - ამბობს კიდევ ერთი პირი.
რაც შეეხება რესტორან „იმპერიალის“ პოზიციას, სადაც გავრცეკებული ცნობით სტუმრებმა სიტყვიერად იკამათეს, რესტორანში ამბობენ, რომ "რესტორნის სივრცეში არაფერი მომხდარა"
"რესტორნის სივრცეში არაფერი მომხდარა. კი, აქაური სტუმრები ყოფილან, მაგრამ გარეთ მოუხდათ ჩხუბი... აქ დაგვემშვიდობნენ, ცეკვავდნენ, კარგი დრო ატარეს. [კონფლიქტში მონაწილეები] სხვადასხვა მაგიდებზე ისხდნენ... დაცვამ რომ ვერ გააჩერა ესენი, იმან გამოიძახა ეტყობა პატრული... ხელი მკრა დამანებე თავიო და თავი დაურტყამს. ბარდიული იყო მაღალი ცოტა" - ამბობს რესტორნის თანამშრომელი.