სროლა ბათუმში - ფიროსმანის ქუჩაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

22.07.26 19:08
სროლა ბათუმში - ფიროსმანის ქუჩაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

სროლა ბათუმში - ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს. ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.  თვითმხილველის თქმით,  დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 

მედიამ ადგილზე 10-მდე ტყვია დათვალა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ადგილზე სავარაუდოდ მოპედით მივიდა და რამდენჯერმე გაისროლა. თავდასხმელს სავარაუდოდ, მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილზებული. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

კადრები და ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა.