ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა
თბილისის ცენტრში, ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა ცნობილია - გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია.
ბიჭი სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებუთ, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გუშინვე გარდაიცვალა.
ამასთან, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე TV პირველისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ნიკა კაპანაძე. 42 წლის კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციით დააკავა.
რაც შეეხება დაჭრისა და მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, კაპანაძე ახალგაზრდების სიცილმა გააღიზიანა და მათი მისამართით მინიმუმ 10-ჯერ გაისროლა.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა.
რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.