ივანიშვილო შენ გიპირისპირდები - ძმები წულუკიძეების მამა ბრძოლას აანონსებს

07.08.26 20:53
ივანიშვილო შენ გიპირისპირდები - ძმები წულუკიძეების მამა ბრძოლას აანონსებს

დავით წულუკიძე "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი ოჯახის და შვილების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა. განცხადება დაპატიმრებული ძმების მამამ დღეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

დავით წულუკიძის გაღიზიანება დახურულ სასამართლო პროცესზე მომხდარმა გამოიწვია. "ქურდული სამყაროს" წევრობის 72-პირიან საქმეზე დღეს გაირკვა, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას უკეთებს ყველას დაპატიმრებული ძმების გარდა. აჭარელ ძმებს გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობას ედავება და 9 წლით მათ ციხეში გაშვებას ითხოვს, მათთან ერთად დაკავებულ 24 პირს კი აღიარების სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობს.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი საქმეში პროკურატურამ ძმებ წულუკიძეების ბრალეულობის დასადასტურებლად ჩადო. სატელეფონო კავშირზეა ბათუმელი კალვერა და აბდულა - იგივე თემურ ბახუნტარიძე. საუბრის შინაარსიდან დგინდება, რომ ძმები წულუკიძეების მიმართ შურისძიება იგეგმება, მოჭიდავე ძმებს პასუხს იმის გამო აგებინებენ, რომ ისინი "ქურდულ სამყაროს" და ქუჩას პატივს არ სცემენ.

დეტალებით სოფო ნიაური 

მსგავსი სიახლეები