ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქალის ვინაობა ცნობილია

13.08.26 15:21
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქალის ვინაობა ცნობილია

"პირველებმა" ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქალის ვინაობა დაადგინა - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა დაკავების ოპერაცია გლდანის მერვე მიკრორაიონში ჩაატარეს და ხელბორკილები თამარ ლაშხიას დაადეს. 

მეზობლები ლაშხიას არ იცნობენ, თუმდა ადასტურებენ, რომ 2 დღის წინ მათ კრპუსში სამართალდამცავთა მობილიზება შეინიშნებოდა.

"პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აიყვანეს მოქალაქე ალბერტ კოლდარისიც. 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯამში 135 ადამიანი დააკავეს. 

ბრალდებული პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს - შსს-ში ამბობენ, რომ დააკავეს შემნახველები და გამყიდველებიც.

უწყების ცნობით, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გარდა, ამოღებული ნავაჭრი ფული და ამ ფულით შესყიდული უკანონო იარაღებიც.

დაკავებულთა წინააღმდეგ ერთ ერთი მთავარი მტკიცებულებაა საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებული კადრებია, სადაც ჩანს, როგორ გადასცემდნენ მსურველებს მომაკვდინებელ ნივთიერებებს.

დაკავებულები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - უმრავლესობა მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. საქმის მასალებზე არ საუბრობენ ადვოკატებიც.