დავაკავეთ კაცი, რომელიც საცხოვრებელ სახლში ნახევარ კილოგრამზე მეტ "კოკაინს" ინახავდა -შსს

10.09.26 12:21
დავაკავეთ კაცი, რომელიც საცხოვრებელ სახლში ნახევარ კილოგრამზე მეტ "კოკაინს" ინახავდა -შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს ამტკიცებს, რომ  სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან, ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება - "კოკაინი" ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაულის 260-ე მუხლით , რაც ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.