თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვს - გარდაცვლილი აიტი-სპეციალისტის მშობლებმა მოთხოვნა გენერალურ პროკურორს წაუყენეს.
- იმ დროს როცა 21 წლის ქალი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ლილუაშვილი კი სუსის უფროსი.
ბაჩალიაშვილის მშობლები ექვსი წელია, ამტკიცებენ, რომ მათ ქალიშვილს თავი არ მოუკლავს.
გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის გვარებმა ამ საქმეში, რომ მფარველობდნენ ქოლ-ცენტრებს, მაგრამ რახან იმ პერიოდისთვის ისინი იყვნენ მოქმედი ძალოვანები მათ არავინ არ დაკითხავდა. ეხლა რადგან ისინი იმყოფებიან ციხეში გარკვეული ბრალდებებით მოვითხოვთ მათ დაკითხვას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.