დავაკავეთ ადვოკატი, რომელიც პატიმრის ოჯახს საქმის "ჩაწყობას" ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი 10 000 ლარი გამოართვა - შსს

28.10.26 11:03
დავაკავეთ ადვოკატი, რომელიც პატიმრის ოჯახს საქმის "ჩაწყობას" ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი 10 000 ლარი გამოართვა - შსს

თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იურისტმა მსჯავრდებულის დას 10 000 ლარი მოსთხოვა და დაჰპირდა, თითქოს შსს-ის თანამშრომლები ფულის სანაცვლოდ მისი ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ. 

საქმის მასალების მიხედვით, "ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო".

„კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი. ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ადვოკატი ბრალდებულის სახით დააკავეს"- წერს უწყება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.