ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

06.11.26 09:16
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

ორმაგი მკვლელობა საგარეჯოში - სოფელ ლამბალოში სროლის შემდეგ გადარჩენილი მესამე ძმა გუშინ მომხდარის დეტალებს იხსენებს.

 ელმან უსუფოვის თქმით, მათ ავტომობილიდან გუხსნეს ცეცხლი.

“ოთხნი ვიყავით - სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა" - თქვა გადარჩენილმა კაცმა IPN.GE -სთან.

 უსუფოვი ამბობს, რომ არ იცის მკვლელობის მიზეზი. ipn-ის ცნობით, განიხილება ერთადერთი ვერსია, რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება - მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა.