ბიზნესმენი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, რეკეტზე ალაპარაკდა
ბიზნესმენი კოკი ჩაჩანიძე ამტკიცებს, რომ რეკეტის გამო, იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო. დეველოპერული კომოანია "გრანდ გრუპის" დამფუძნებელი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მას მშობლიურ ქვეყანაში მკვლელობით ემუქრებოდნენ.
მექსიკის გზით, ამერიკაში წასული ბიზნესმენი TV პირველს უყვება, როგორ აიძულებდნენ მას "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული არაფორმალური დაჯგუფების წევრები წილების დათმობას.
კაცი ამტკიცებს, რომ საბოლოოდ, ამ ჯგუფმა წაართვა ბიზნესი, საინვესტიციო ტერიტოტორიები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
კოკი ჩაჩანიძე ირწმუნება, რომ ქალი, რომელმაც მას "ოცნებასთან" დაახლოებული არაფორმალური ბანდა მიუგზავნა, სტომატოლოგი თინათინ მუშკუდიანია.
დავის საგანი ჩაჩანიძის თქმით, მუშკუდანის საკუთრებაში არსებული მიწა გახდა, რომელიც ბიზნესმენის თქმით, ქალს ბანკში ჰქონდა ჩადებული, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულედა.
ჩაჩანიძემ მუშკუდიანს სასამართლოში უჩივლა და ქონების დაყადაღებას მიაღწია. ბიზნესმენის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებიდან მალევე, მას მარლენ მეტონიძის სახელით დაუკავშირდნენ და სასტიკი ანგარიშსწორების სერია ამის შემდეგ დაიწყო.
კოკი ჩაჩანიძის მტკიცებით, პირველი უედეგო მოლაპარაკების შემდეგ, რეკეტის საქმეში დავით მიქაძე ჩაერთო. ბიზნესმსნი ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრად მიჩნეულმა მიქაძემ 2024 წელს, ის სასტუმრო "რუმსში" დაიბარა. შეხვედის ორგანიზატორი კი ბიზნემსნის მტკიცებით, გიორგი ჯოხაძე იყო.
ჩაჩანიძის მონაყოლის მიხედვით, ანგარიშსწორების სერია სწორედ სასტუმროს ნომერში დაიწყო, სადაც მას დავით მიქაძე, გიორგი ჯოხაძე და მარლენ მეტონიძე მოკვლით დაემუქრნენ.
ბიზნესმენის მტკიცებით, დავით მიქაძემ მას ბიზნესის 70%-ის მიტანა და ავტომობილის გადაფორმება მოისთხოვა. საბოლოოდ, ჩაჩანიძის თქმით, მან ბიზნესი დათმო და მუშკუდიანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა, თუმცა მასზე ძალადობა ამის შემდეგაც გაგრძელდა. საბოლოოდ, მისივე თქმით, არჩადენილი დანაშაულის საკუთარ ტავზე აღება და ციხეში წასვლა მოსთხოვეს, რის გამოც მექსიკის გავლით ამერიკაში გაქცევა გადაწყვიტა.
დეტალები მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში