დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

25.11.26 11:10
დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვერაზე 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე, სად მიიღეს დაზიანებები დაკავებულებმა და შეეწირა თუ არა 64 წლის კაცი ჯგუფურ ჩხუბს? - ერთ -ერთი ვერსიით, მანქანის გაჩერების გამო დაწყებულ კონფლიქტში ათამდე პირი მონაწილეობდა.

პოლიციამ კი მხოლოდ ორი - გიორგი მელაძე და 35 წლის ლაშა გეგეშიძე დააკავა. 

ადვოკატები ამბობენ, რომ ორივე ბრალდებულს დაზიანებები აქვს მიყენებული და მათ  გარდაცვლილთან   ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ.

არაფერ შუაში არ არიან საერთოდ, ხელი არ დაგვირტყავსო. იყო დიდი ჩოჩქოლი დაესივნენ, რამდენიმე სცემდა, ნაცემები არიან პირიქით - აქეთ.

იმ ჩოჩქოლში ის კაცი, რომ გარდაიცვალა გაიგეს პოლიციაში.

არ ცნობენ თავს დამნაშავედ, ვინაიდან გამორიცხავენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად იყოს გარდაცვლილი.  ვინაიდან მათ გარდაცვლილზე ფიზიკურად არ უძალადიათ. პირიქით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არაინ დაზიანებული ფიზიკურად და მათ აღენიშნებათ საკმაოდ მძიმე ძალადობის კვალი.

დაპირისპირება ნამდვილად იყო რამდენიმე ადამიანს შორის - ყოფით ნიადაგზე, თუმცა კონკრეტულ ფაქტთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს კავშირი არ აქვთ.

რა თქმა უნდა, თავიანთ პოზიციას სასამართლო პროცესზე გააჟღერებენ, ამ ეტაპზე იყენებენ დუმილის უფლებას. ნასვამ მდგომარეობაში არა იყვნენ, როგორც თვითონ აღნიშნავენ.

გარდაცვლილს არ იცნობდნენ. როგორც ვიცი, ძალადობაში ჩართული იყო არა ერთი პირი.

ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ჩვენ მოვიძიებთ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.

შინაგან საქმეთა სამინისტომ თბილისის ცენტრში მომხდარ ფაქტზე გუშინ ორი ადამიანი დააკავა. მათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს წერს, რომ გუშინ, 24 ნოემბერს თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს [მალხაზ თოფურიას] შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.